23 წლის ამერიკელი მოდელი - ქენდალ ჯენერი, რა თქმა უნდა, ერთ-ერთია იმ ვარსკვლლავთაგან, რომლებმაც ნიუ-იორკში მიმდინარე მოდის კვირეულზე მოიყარეს თავი. სწორედ ამ კვირეულის ფარგლებში, 10 თებერვალს Modern Love-ის გლამურული საღამო გაიმართა, რომელზეც ქენდალის ჩაცმულობამ თითოეული სტუმრის ბრწყინვალება გადაფარა.
მოდელმა სამოსი ამჯერად ქართული ბრენდის Dalood-ის უახლესი კოლექციიდან შეარჩია.
ულამაზეს ლუქს მოდელმა ტყავის ხელთათმანი შეუხამა, რამაც ელეგანტურ ჩაცმულობას კიდევ უფრო დახვეწილი იერი შესძინა.
აღნიშნულ სამოსი ბრენდის 2019 წლის გაზაფხულის კოლექციიდან გახლავთ.
ხოლო რაც შეეხება მაკიაჟს, საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა თვალის კონტრასტული ჩრდილი, რომელიც იდეალურად მოუხდა მუქი ფერის სამოსს.