შეიძლება მისი სახელი და გვარი არაფერს გეუბნებათ, თუმცა შეუძლებელია არაფერი გქონდეთ მის შესახებ გაგონილი. ირის აპფელზე უკვე დოკუმენტური ფილმიც გადაიღეს, ის 97 წლისაა და ამ ასაკში გადაწყვიატა კიდევ ერთი ახალი ინდუსტრია დაიპყროს. ამიერიდან ის ერთ-ერთ ცნობილ გლობალურ სააგენტოსთან ერთად ითანამშრომლებს ისეთ სუპერმოდელებთან როგორებიც არიან ჯიჯი და ბელა ჰადიდები, ქეით მოსი, კარლი კლოსი და სხვები.
ირისი ამერიკელი ბიზნესმენი და დიზაინერია, რომელიც ყველასათვის ცნობილია ჭყეტელა ფერების სიყვარულით, დიდი მრგვალი სათვალეებითა და საერთოდ, ყველასაგან განსხვავებული სტილით. ის არაერთხელ მოხვედრილა ისეთ ცნობილ ჟურნალებში როგორიცაა Vogue, Dazed & Confused. მან ასევე ცნობილი ბრენდის MAC Cosmetics-ისთვის საკუთარი კოსმეტიკის ხაზი შექმნა.
ნიუ-იორკელი ქალბატონმა კარიერა თავდაპირველად ინტერიერის დიზაინით დაიწყო, მას თავიდანვე გავლენიან და ცნობილ ხალხთან ჰქონდა კავშირი. დიზაინის პროექტები ვაშინგონის თეთრ სახლში მოღვაწე პირებთან მიჰქონდა, მათ შორის იყვნენ ჰარი თრუმენი, ბილ კლინტონი და სხვები.
ირის აპფელი თეთრ სახლში
96 წლის ასაკში კი ის გახდა ყველაზე ასაკოვანი ადამიანი, რომლის მიხედვითაც შექმნეს Barbie-ს თოჯინა.
ირის აპფელი წლების მანძილზე არ წყვეტს ჩვენს გაოცებას, ვნახოთ რა ჩანაფიქრი აქვს და რას მოიმოქმედებს ახალგაზრდა მოდელებთან ერთად.