7 თებერვალს, ნიუ-იორკში ცნობილი ბრენდის Ralph Lauren-ის მოდური ჩვენება გაიმართა. ორგანიზატორებმა მნიშვნელოვანი საღამოსთვის, რომელზეც 2019 წლის საშემოდგომო კოლექცია წარმოადგინეს, მედისონ ავენუეს ერთ-ერთი მშვიდი რესტორანი შეარჩიეს, რომლის მყუდრო და დახვეწილმა გარემომ, განსაკუთრებული ატმოსფერო შექმნა.სამოსი კი წელს ნამდვილად განსაკუთრებულად გამოირჩეუდა ოქროსფერი ბზინვარებით, რომლებიც ისეთმა ცნობილმა მოდელება მოირგეს, როგორიც ბელა ჰადიდი, ტეილორ ჰილი და სხვები არიან. თვალი გადავავლოთ თითოეულ ლუქს თვალისმომჭრელი კოლექციიდან.