23 წლის ამერიკელმა მოდელმა - ქენდალ ჯენერმა გადაწყვიტა საზოგადოება კიდევ ერთხელ გაეკვირვებინა შეცვლილი იმიჯით და ელენ დეჯენერისის პოპულარულ შოუს განსხვავებული ვარცხნილობით ესტუმრა.
როგორც კადრებიდან ჩანს, მან თმის შეჭრა გადაწყვიტა და ეჭვგარეშეა, რომ განახლებული ვიზუალი მას განსაკუთრებულად უხდება.
ხოლო რაც შეეხება მის ჩაცმულობას, მოდელმა ამჯერად დემნა გვასალიას მიერ შექმნილ დიზაინზე შეაჩერა არჩევანი და Vetements-ის ყვავილოვანი პრინტით გაფორმებული მწვანე კაბა მოირგო.
ქენდალის ჩაცმულობა ყველაზე გავლენიანი მოდური გამოცემების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა, მათ შორის არისVogue-ით, რომელმაც დემნას ამ კაბას სტატიაც მიუძღვნა.
"2019 წლის საგაზაფხულო კოლექციისთვის დემნა გვასალიას შთაგონების წყარო ქართული ფესვები და ის მძიმე ომი გახდა, რომელიც მისმა ქვეყანამ გამოიარა. თუმცა მან ასევე ნოსტალგიის გარკვეული ელემენტები შეიტანა და ეს კაბები იმ სტილის ახლებური ვარიაციებია, რომლებსაც ქალბატონები დემნას ბავშვობაში, 90-იან წლებში ატარებდნენ" - აღნიშნულია სტატიაში.
შოუს, რა თქმა უნდა სახალისო მომენტების გარეშე არ ჩაუვლია...
ერთ-ერთი მათგანი, რომელშიც მოდელს ელენი განსაკუთრებულ სიურპრიზს უწყობს ინსტაგრამზე თავად ქენდალმა გააზიარა.