37 წლის მომღერალი ბიონსე ერთ-ერთი მათგანია იმ ვარსვკლავთაგან, რომლებიც ინსტაგრამზე ყველა დეტალს აქვეყნებენ, რაც მათ ცხოვრებაში ხდება. ეს სოციალური ქსელი მომღერლისთვის შემოსავლის წყაროა. Hooper-ის გამოთვლებით გამოვლინდა იმ ცნობილი ადამიანების ათეული, რომლებიც ინსტაგრამის მეშვეობით ყველაზე მეტ თანხას გამოიმუშავებენ, მათ შორის ბიონსეცაა, რომელიც თითოეული გამოქვეყნებული პოსტით 650 000 დოლარს გამოიმუშავებს.
ამჯერად მან ფოლოვერებს თავისი ახალი ჩაცმულობა გააცნო, ამისთვის კი მან პროფესიონალური ფოტოსესია მოაწყო. მომღერალმა ფოტოებს სათაურიც შეურჩია „ატმები,“ სამოსი შესაბამისად ატმისფერ ფერში იყო გადაწყვეტილი.