რამდენიმე დღის წინ, კემბრიჯის ჰერცოგინია ოფიციალური ვიზიტით ორ სასწავლო დაწესებულებას ესტუმრა. ბავშვებთან შეხვედრისთვის ქეით მიდლტონმა Eponine-ის ბრენდის მწვანე კაბა შეარჩია, რომლის ღირებულებაც 2100 ფუნტი სტერლინგია.
ჰერცოგინია მკვეთრი ფერის კაბითა და მაღალქუსლიან ფეხსაცმლით, როგორც ყოველთვის, არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, თუმცა ამ ყველაფერში დაკვირვებულმა და იუმორით გამორჩეულმა გულშემატკივარმა იპოვა დეტალი, რომელმაც ყველა გაახალისა.
როგორც აღმოჩნდა, მათი ყურადრება ღილების უცნაურმა განლაგებამ მიიქციაა, რაც ერთგვარი გაბრაზებული სახის იმიტაციას ქმნის.
"ეს კაბა აშკარად გაბრაზებულია, რადგან გარდერობის მყუდროება დაურღვიეს" - დაწერა ტვიტერზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა.
"ღილების წარუმატებელი განლაგება" - ასე შეაფასა სახალისო ფაქტი ბრიტანული Express-ის გამოცემამ, თუმცა ფაქტია, რომ ნათელმა ფერმა ღრუბლიან ამინდს უჩვეულო ხალისი შესძინა.