ამერიკელმა მოდელმა და მსახიობმა ემილი რატაკოვსკიმ 2017 წელს საკუთარი ბრენდი შექმნა, სახელწოდებით „Inamorata.“ ის თავიდან მხოლოდ საცურაო კოსტუმებს უშვებდა, ახლა კი უკვე ყოველდღიური სამოსი, ტოპები, მოკლე შარვლები და კაბები დაემატა.
ემილიმ „Inamorata-ს“ სხვადასხვა ტანისამოსით სუპერმარკეტში იპოზიორა. მას ადგილი შემთხვევით არ შეურჩევია, მოდელმა ხაზი გაუსვა ტანსაცმლის პრაქტიკულობას. „Inamorata“ მოხმარებელს ლამაზთან ერთად კომფორტულ პროდუქციას სთავაზობს.
"Inamorata-ს ერთ წელზე მეტი შეუსრულდა, მე გიზიარებთ ჩემს ახალ ნაშრომს. ვიმედოვნებ, რომ ყველას მოგეწონებათ და შეიყვარებთ" - ამ სათაურით მოდელმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა.