ანუკი არეშიძე უკვე მსოფლიოში ცნობილი დიზაინერია, რომლის სამოსსაც ANOUKI-ს სახელით, უკვე ყველა იცნობს. ოთხი შვილის დედა ყოველთვის ახერხებს არ ჩამორჩეს ჩვეულ რიტმს და ახალი სეზონის დაწყებასთან ერთად, ყოველთვის გვანებივრებს უახლესი კოლექციებით. ამჯერად მან ჯინსის პიჯაკების კოლექცია წარმოადგინა, რომლის თითოეული დეტალიც ხელნაკეთია. დიზაინერმა სოციალური ქსელების მეშვეობით გაგვიზიარა კადრები იმ სამოსისა, რომლითაც მალე ქალბატონები შეიმოსებიან. თვალი გადავავლოთ ამჯერად რას გვთავაზობს დიზაინერი, რომლის მიერ შექმნილი სამოსიც გაყიდვაში ჩაშვებისთანავე ხდება პოპულარული.