23 წლის ამერიკელი სუპერმოდელი - ქენდალ ჯენერი აგრძელებს გულშემატკივრის გაოცებას და ამჯერად იტალიური Vogue-ის გამოცემისთვის პოზირებს, რომლის გარეკანსაც შემდეგ თვეში სწორედ მისი სურათი დაამშვენებს.
უკვე გავრცელდა რამდენიმე კადრი ფოტოსესიიდან, რომელსაც მოკლე ვიდეორგოლებიც უძღვოდა წინ.
მოკლე სარეკლამო რგოლში, რომელიც თავად მოდელმაც გამოაქვეყნა, ქენდალის ცნობა თითქმის შეუძლებელია, რადგან მას გასული საუკუნის გლამურული იმიჯი აქვს მორგებული და რადიკალურად განსხვავდება იმ სტილისგან, როგორითაც ქენდალს აქამდე ვხედავდით.
რაც შეეხება ფოტოს, რომელმაც ყველა განსაკუთრებით გააოცა, ქენდალ ჯენერის უჩვეულო კადრია, რომელზეც ის მთლიანად შიშველი პოზირებს.
მიუხედავად იმისა, რომ კარდაშიანებისა და ჯენერების ოჯახისგან მსგავსი რამ უკვე აღარავის უკვირს, საზოგადოებამ მაინც ვერ დამალა ინტერესი მორიგი ეპატაჟური საქციელის მიმართ.