თუკი ლონდონში მოხვდებით გირჩევთ ესტუმროთ Victoria and Albert მუზეუმის The Sainsbury Gallery-ს, რომელშიც დღეიდან 14 ივლისამდე კრისტიან დიორის შთამბეჭდავი და მასშტაბური გამოფენა გაიმართება. მუზეუმში წარმოდგენილი იქნება ხელნაკეთი აქსესუარები და ტანისამოსი.
დიდი ბრიტანეთი კრისტიან დიორს განსაკუთრებით 1926 წელს მისი პირველი ვიზიტის შემდეგ შეუყვარდა. „ყოველი ჩემი ჩასვლა დიდ ბრიტანეთში ისეთივე ბედნიერებისა და თავისუფლების შეგრძნებას იწვევს, როგორიც მან ჩემში პირველ ჯერზე გამოიწვია“ - წერს დიზაინერი მემუარებში. ამ ღონისძიების მიზეზიც სწორედ დიზაინერის ინგლისისადმი დამოკიდებულება და მიჯაჭვულობა გახდა.
Dior-ის ეს გამოფენა Victoria and Albert მუზეუმის ყველაზე მასშტაბური იქნება 2015 წელს გამართული, Alexander McQueen-ის, ექსპოზიციის შემდეგ. ხვალიდან მუზეუმში წარმოდგენილი იქნება 500 აქსესუარი და ტანისამოსი, რომელთა ნაწილი მხოლოდ დიორს ეკუთვნის, დანარჩენი კი Dior-ის მოდის სახლისა და სხვადასხვა დიზაინერების კოლაბორაციაა. ამ დიზაიენერების სიაში კი შედიან Yves Saint Laurent, Gianfranco Ferré, John Galliano და სხვები.
ულამაზეს კაბებსა და აქსესუარებს შორის მოხვდა პრინცესა მარგარეტის, ელიზაბეტ მეორის დის, კაბა, რომელიც მან 21 წლის დაბადების დღეზე მოიხდინა.
ახლა კი მოდით ვნახოთ როგორ ემზადება მუზეუმი გამოფენისთვის და რას მოიცავს ექსპოზიცია.