ნანუკა გუდავაძე ცნობილი ქართველი მოდელი და ბლოგერია, რომელიც უკვე კარგად გაიცნო საზოგადოებამ. ახალგაზრდა გოგონამ საკუთარი კარიერის მანძილზე ქართველი დიზაინერების სამოსი რამდენჯერმე მოირგო და მათ შორის გამორჩეულია ანუკი არეშიძის ბრენდის ANOUKI-ს ფოტოსესია, რომელშიც სწორედ ის ვიხილეთ.
სამოსი, რომელიც მაშინ ნანუკამ მოირგო 2017 წლის კოლექციიდან გახლდათ და ის საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში.
თუმცა აღსანიშნავია, რომ დიზაინერისა და მოდელის ურთიერთობა ამით არ ამოიწურება, ისინი კარგი მეგობრები არიან და ახლა უკვე მეუღლეებთან ერთად ხშირად ატარებენ დროს ერთად.
ანუკი არეშიძე, კახა კალაძე, ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე, პარიზი, 2018წ.