30 იანვარს, მეგან მარკლის მორიგი ოფიციალური ვიზიტი შედგა, ამჯერად ის მარტო პირველად ესტუმრა ლონდონში მდებარე ნაციონალურ თეატრს, სადაც მის შესახვედრად უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი.
ამჯერად, ჰერცოგინიამ ღია ფერის სამოსზე შეაჩერა არჩევანი, რაც ბოლოდროინდელი საუბრების შემდეგ ბუნებრივიცაა, ვინაიდან ის ხშირად გამხდარა კრიტიკის ობიექტი, სწორედ იმის გამო რომ მუქი, ხშირად შავი სამოსითაც ჩნდება საზოგადოებაში. სამეფო ოჯახში კი მიღებულია, რომ ქალბატონებმა ღია ფერის სამოსი ატარონ, განსაკუთრებით კი, მაშინ როცა მათ გვერდით დედოფალი ელიზაბეტი იმყოფება, რომლის ტანსაცმელიც ყოველთვის მკვეთრ ფერებშია გადაწყვეტილი, რათა მეტად შემჩნევადი იყოს განსაკუთრებით კი გარშემომყოფების ფონზე.
უამრავმა უცხოურმა გამოცემამ, მათ შორის EOnline-მა, მეგან მარკლის ამ ჩაცმულობას მისი საუკეთესო საორსულე ლუქი უწოდა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ ეს ფერი მის ბუნებრივად მუქ ფერს კიდევ უფრო მეტ სილამაზეს სძენდა.
როგორც ჩანს, Brandon Maxwell-ის კაბამ და Aquazzura-ს ფეხსაცმელმა ნამდვლი ფურორი მოახდინა და სოციალური ქსელები მალევე გადაივსო ორსული ჰერცოგინიის თვალისმომჭრელი კადრებით.
რაც შეეხება თვითონ ღონისძიებებს მეგანი ადგილზე სტუდნტებსაც შეხვდა და როგორც კადრებიდან ჩანს, მალევე შეძლო მათთან სასიამოვნო ურთიერთობის დამყარება.