ყველაფერი ის რაც ადრე იყო მოდური, წლების შემდეგ ისევ იპყრობს ყურადღებას და ხდება ახალი ტრენდი. ასევეა თმაზე დასამაგრებელი ბაფთებიც, რომლებსაც ქალბატონები მრავალი წლის წინ ძალიან აქტიურად იყენებდნენ. როგორც აღმოჩნდა ეს აქსესუარი დღესდღეობით ისევ ძალიან ტრენდულია. ბოლო დროს წითელ ხალიჩაზე, სამეფო ოჯახშიც არაერთხელ წავაწყდით მანდილოსნებს თმაზე ბაფთებით. თუმცა ისეთი ხმაური არავის მოჰყოლია სოციალურ მედიაში, როგორიც კახა კალაძის მეუღლის - ანუკი არეშიძის მიერ გაკეთებულ ბაფთებს და მათ ფასს მოჰყვა.
ქართული ბრენდი Anouki-ს დიზაინერმა სოციალურ ქსელში ბაფთების ახალი კოლექციის ფოტოები ატვირთა.
მიუხედავად იმისა, რომ დიზაინერის მიერ გაკეთებული აქსესუარები ძალიან მომხიბვლელად გამოიყურება, მათ ფასს ანუკის გამომწერების უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, რასაც ანუკიმ თვითონვე უპასუხა. ვნახოთ რამდენად მოარხერხებს ქართველი დიზაინერი ამ ახალი ტრენდის დამკვირდებას და ბაფთების გაყიდვას 90 ლარად.
ამავე დროს ბაფთები, როგორც უკვე მოგახსენეთ მთელს მსოფლიოში ისევ ძალიან მოდურია, შესაბამისად ტრენდი სელებრითბს შორისაც ხელახლა დამკვიდრდა. ცნობილი მსახიობ ნიკოლ კიდმანს ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე სწორედ შავი ბაფთა ეკეთა თმაზე რამაც დიდი ყურადღება და კომპლიმენტები დაიმსახურა.
არც კემბრიჯის ჰერცოგინია ჩამორჩენია მოდას. ბოლო დროს მასაც ხშირად ხედავენ მსგავსი ბაფთებით, რომლებსაც ის განსაკუთრებულად იხდენს.
აღსანიშნავია, რომ კიდევ არაერთი ჰოლივუდის ვარსკვლავი აყვა ამ მოდას, რამაც გამოიწვია საზოგადოებაში ბაფთებზე ასეთი ყურადღების გამახვილება.
მარგო რობი
ემილი რატაკოვსკი
მენდი მური
ყველაფერი ახალი, მართლაც კარგად დავიწყებული ძველია. ბაფთების ტრენდი ჯერ კიდევ 60-იან წლებში ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა კეტრინ დენოვმა დანერგა.