33 წლის სუპერმოდელი - ირინა შეიკი აგრძელებს გულშემატკივრის გაკვირვებას და ამჯერად Numero-ს ცნობილი გამოცემისთვის პოზირებს, რომლის მომდევნო ნომრის გარეკანზეც სწორედ მას ვიხილავთ.
მიუხედავად იმისა, რომ ფოტოსესიის სხვა კადრები გამოცემას ჯერ არ გამოუქვეყნებია, სოციალურ ქსელებში მაინც მოხვდა ირინას რამდენიმე თვალისმომჭრელი ფოტო გადაღებიდან.
როგორც ფოტოებიდან ჩანს, ირინამ ამჯერად მამაკაცის იმიჯი მოირგო, კაცურ - ფართე სამოსში პოზირებს და თმაც მოკლედ აქვს შეჭრილი, რაც მის დახვეწილ ნაკვთებს კიდევ უფრო გამოკვეთს.