სამეფო ოჯახში სამუშაო წელი გრძელდება, ამჯერად ქეით მიდლტონისა და პრინცი უილიამის ყველასთვის საყვარელი წყვილი გამოჩნდა საზოგადოებაში, ისინი ოფიციალური ვიზიტით შოტლანდიაში ჩაფრინდნენ, რათა V&A Museum-ის გახსნის ცერემონიაში მიეღოთ მონაწილეობა.
ვიზიტისთვის ქეითმა კიდევ ერთხელ შეარჩია საყვარელი ბრენდის - Alexander McQueen-ის სამოსი, რომლის კუბოკრული დიზაინის შესანიშნავად ერწყმოდა მასპინძელი ქვეყნს კულტურას.
37 წლის ჰერცოგინია, ჩვეულებისამებრ, არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა და მისი გამოჩენა შეკრებილი საზოგადოებისთვის განსაკუთრებით სასიამოვნო აღმოჩნდა, რასაც ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ფოტოებიც მოწმობს.
თუმცა გულშემატკივარის ნაწილმა გაცილებით მეტი ყურადღება მის ჩაცმულობას მიაქცია.
კაბამ, რომელიც ქეითმა ამჯერად მოირგო, ყველას მეგან მარკლის გასული წლის ჩაცმულობა გაახსენა, როცა სასექსის ჰერცოგინიაც შოტლანდიას სტუმრობდა.
მიუხედავად იმისა, რომ ჰერცოგინიებმა მსგავსი კუბოკრული სამოსი შეიძლება მართლაც მხოლოდ და მხოლოდ მასპინძელი ქვეყნის საპატივცემულოდ შეარჩიეს, თუმცა საზოგადოების გარკვეული ნაწილი აღნიშნავს, რომ ქეითი მეგანს ჰბაძავს, რადგან მოდის სფეროში ის გაცილებით უკეთ ერკვევა.