გრანდიოზული ზომის კაბები დიდიხანია წარსულს ჩაბარდა. თანამედროვე პატარძლებმა იციან, რომ დღეს მათ დიდი არჩევანი აქვთ. ზოგიერთი მინიმალიზმს ირჩევს, ზოგიერთი მდიდრულ, კრისტალებით მორთულ კაბას, ექსპერიმენტების მოყვარულები კი საქორწილო კოსტიუმებს მიმართავენ. ფერადი კაბის არჩევაც კლასიკისგან გაქცევაა. წარმოგიდგენთ საუკეთესო კაბებს, რომლებიც ცნობილმა დიზაინერებმა ცოტა ხნის წინ პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე წარმოადგინეს.
კლასიკის მოყვარულთათვის
თეთრი კაბა თანამედროვე დეტალებით.
"დიორი" - "ჟივენში"
"Zuhair Murad" - "ალექს მაბიე"
"ვალენტინო" - "აზარო"
თანამედროვე პრინცესასთვის
სიმდიდრეზე ფიქრი სულაც არაა უადგილო. ქორწილის დღეს შეგიძლიათ თავი ბრილიანტების გვირგვინით და კრისტალებით მორთული კაბით გაანებივროთ.
"ელი სააბი" - Zuhair Murad
Zuhair Murad
Ralph & Russo
ექსპერიმენტების დედოფლისთვის
მრავალიარუსიან ტორტზე უკვე უარი თქვით? მაშინ სამოსიც არასტანდარტული უნდა არჩიოთ.
"შანელი" - Ralph & Russo
"ალექს მაბიე" - Alexandre Vauthier
ნათელი ნატურისთვის
უარს ამბობთ თეთრ ფერზე არა იმიტომ, რომ თეძოებზე მოიმატეთ, უბრალოდ ბავშვობაში კარამელის პრინცესას იმიჯი მოგწონდათ.
Balmain - Ralph & Russo
"დიორი" - "ელი სააბი"
Giambattista Valli