ამბობენ, რომ გარეგნობით შესაძლოა ადამიანის პროფესია ან ცხოვრების სტილი თავისუფლად გამოვიცნოთ. მაგრამ, ამანდა ლინდი მსგავსი შემთხვევა არაა: გოგონა გრძელი დრედებითა და არაფორმალური ჩაცმულობის სტილით - შვედეთის კულტურის მინისტრი გახდა.
ამანდას იმიჯი ყველა სხვა პოლიტიკოსი ქალების იმიჯისგან განსხვავდება: მკაცრი კოსტიუმების და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების ნაცვლად ის ჯინსებს, თავისუფალ კაბებს და სპორტულ ფეხსაცმელს ატარებს. ლინდი ხშირად იყენებს აქსესუარებს, განსაკუთრებით თავის მოსართავებს.
ამანდას შემხედვარე რთულია დაიჯეროთ, რომ ის უკვე 38 წლისაა. რეჟისორ ბერნ ოლა ლინდს 10 წლის წინ გაჰყვა ცოლად და მასთან 2 ვაჟიშვილი ჰყავს. პირადი ინსტაგრამ გვერდის მიხედვით შვედეთის კულტურის მინისტრს ბუნებაში დასვენებაც ძალიან უყვარს.
ამანდა 20 წელია რაც მწვანე პოლიტიკას მისდევს. ის აქტიურადაა ჩართული ეკოლოგიური და სოციალური პრობლემების მოგვარების საკითხებში და მხარს უჭერს სექსუალურ უმცირესობებს. ყველაფერთან ერთად, მნისტრი ველოსიპედით მოძრაობს.