ცნობილმა ბათუმელმა დიზაინერმა თაკო მექვაბიძემ, მოახლოებული სადღესასწაულო პერიოდიდან გამომდინარე, საზოგადოებას საახალწლო კაფსულა-კოლექცია შესთავაზა. ჩვენება დიზაინერის მაღაზიასთან, ქუჩაში ღია ცის ქვეშ გაიმართა და მასზე წარმოდგენილი იყო დიზაინერის მიერ შექმნილი ათი სადღესასწაულო ჩაცმულობა.
ჩვენებას უამრავი ადამიანი ესწრებოდა, რომლებმაც კარგი მუსიკის ფონზე დრო შესანიშნავ გარემოში გაატარეს.
ჩვენების ბოლოს კი, დამსწრე საზოგადოებისთვის უამრავი სასიამოვნო პრიზიც გათამაშდა.