შაილო ნუველ ჯოლი-პიტი ერთ-ერთია ყოფილი ცოლ-ქმრის, ანჯელინასა და ბრედ პიტის შვილებიდან. წყვილს, რომელიც 6 ბავშვს ზრდის, მხოლოდ სამი ბიოლოგიური შვილი ჰყავს, რომელთაგანაც პირველი სწორედ შაილოა. გოგონა, რომელიც ამჟამად 12 წლისაა ყველასგან გამოირჩევა ბიჭური სტილით, რასაც განსაკუთრებული მიზეზი აქვს.
როგორც ვიცით, შაილო ბიჭურ სამოსში ჯერ კიდევ სამი წლიდან ფიგურირებს, რაზეც ანჯელინამ Vanity Fair-თან ინტერვიუში 2010 წელს ისაუბრა."მას ბიჭობა სურს, ამიტომ მოგვიწია მისთვის თმის შეჭრა. შაილოს ყველაფერი ბიჭის მოსწონს და თვლის რომ ის ძმებს შორის ერთ-ერთია"-აღნიშნა მან.
მიუხედავად ჩაცმულობისა, შაილოს იდეალური გარეგნობა მაინც თვალშისაცემია მისი დახვეწილი ნაკვთები, რომლებიც ასე გვაგონებს ანჯელინასა და ბრედის გარეგნობას.
დროთა განმავლობაში გოგონამ შესაძლოა გადაწყვეტილება შეცვალოს კიდევაც, იქამდე კი, სანამ ეს მოხდება, თვალი გადავავლოთ მისი ჩაცმის სტილს წლების მანძილზე.