ირინა შეიკი და ნატალია ვოდიანოვა Burberry-ის გაზაფხულის კოლექციის გადაღებებზე გამოჩნდნენ. სუპერმოდელები 6-მა სხვადასხვა ინგლისელმა ფოტოგრაფმა გადაიღო.
ირინასთან მუშაობდა ფოტოგრაფი დანკო შტაინერი, ხოლო ნატალიასთვის - ნიკ ნაიტი .ფოტოები განათებულ ოთახში გადაიღეს, მიუხედავად იმისა, რომ ერთი და იგივე სივრცეში მიმდინარეობდა ფოტოსესია, ყველა ფოტო განსხვავებული და ორიგინალურია.
უნდა აღვნიშნოთ, რომ ირინა შეიკს აქამდეც მიუღია მონაწილეობა Burberry-ის გადაღებებში, თუმცა 36 წლის ნატალია ვოდიანოვასთვის ეს პირველი იყო.
ირინასთან და ნატალიასთან ერთად ფოტოსესიაში მონაწილეობას იღებდა მოდელი ფრენ სამერი.