37 წლის ცნობილმა სუპერმოდელმა ადრიანა ლიმამ კიდევ ერთ თვალისმომჭრელ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. ამჯერად ბრაზილიელმა ლამაზმანმა პოპულარული შვეიცარიული ბრენდის, Chopard-ისთვის იპოზიორა.

მოდელმა ბრენდის 2019 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის სამკაული მოირგო.


აღსანიშნავია ისიც, რომ ადრიანა ფოტოსესიაში მონაწილეობამდეც ბრენდის აქტიური მომხმარებელი იყო. მოდელი წითელ ხალიჩაზეც არაერთხელ დაუფიქსირებიათ Chopard-ის სამკაულით, რომელიც მის სილამაზეს განსაკუთრებულ ეშხს მატებს.

ადრიანა Chopard-ის სამკაულით კანის ფესტივალზე, 2016 წელი
![]()
ადრიანა Chopard-ის სამკაულით კანის ფესტივალზე, 2017 წელი

ადრიანა Chopard-ის სამკაულით კანის რიგით 71-ე ფესტივალზე, 2018 წელი
ბრაზილიელი მოდელი გარდა იმისა, რომ ხშირად ირგებს ბრენდის სამკაულს, Chopard-ის წვეულებებსაც ხშირად ესწრება.









