ბოლო რამდენიმე დღეა მსოფლიო მოდის დედაქალაქი კიდევ უფრო მეტი ვარსკვლავური საღამოსა თუ ჩვენების ადგილად იქცა. პარიზში ამჟამად მოდის კვირეული მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში გამართულ საღამოებზეც უამრავი ცნობილი ვარსკვლავი იყრის თავს. 24 იანვარს აქ Diner De La Mode-ი გაიმართა, რომელზეც სამოდელო სფეროს ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავები ჩნდებიან ხოლმე და გამონაკლისი არც წლევანდელი წელი აღმოჩნდა, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ საღამოს მონიკა ბელუჩიც ესწრებოდა.
54 წლის მსახიობი შეუდარებლად გამოიყურებოდა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ დამსახურებულად ატარებს ოცდამეერთე საუკუნის ერთ-ერთი უმშვენიერესი ქალბატონის ტიტულის.
მან ამჯერად ოქროსფერი ელემენტებით გაფორმებულ კაბას Christian Louboutin-ის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამა.
სამოსს ჰარმონიულად ამშვნებდა ოქროს სამკაულიც, რომელზეც მსახიობი იშვიათად აჩერებს არჩევანს.
ბოლო დღეებში ეს მონიკას მეორე გამოჩენაა, რომელმაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა. 21 იანვარს ისიმავე მოდის კვირეულის ფარგლებში Dior-ის ჩვენებას დაესწრო და იმავე ბრენდის მეწამული ფერის კაბაში ნამდვილი ფურორი მოახდინა.