2019 წელი ქეით მიდლტონისთვის აქტიურად დაიწყო, რამდენიმე დღის წინ კემბრიჯის ჰერცოგინია ლონდონში საქველმოქმედო ორგანიზაციას „Family Action in Lewisham-ს“ სტუმრობდა.
ის განსაკუთრებით ლამაზად გამოიყურებოდა თავის დახვეწილ, მონოქრომულ მწვანე კაბაში.
ჰერცოგინიამ ვიზიტისთვის ამჯერად "Yahvi-ის" ძვირადღირებული სამოსი შეარჩია.
კაბა ბრენდის ოფიციალურ საიტზე 770$ დოლარად არის შეფასებული.
რაც შეეხება აქსესუარს, მას ცნობილი ამერიკული ბრენდის - L.K Bennet-ის კლაჩიც ამშვენებდა.
საქველმოქმედო ორგანიზაცია ეხმარება სოციალურად დაუცველ ოჯახებს და ქეითის გამოჩენა ამ მხრივაც მათი ახალი კამპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
ვიზიტის ფარგლებში ჰერცოგინია შეკრებილ საზოგადოებასთან ოჯახის თემასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.
"ადრეული ასაკის ბავშვის აღზრდა ძალიან რთულია, განსაკუთრებით 1 წლის ასაკიდან, როგორც დედას გჭირდება ბევრი წიგნის წაკითხვა.“