ცოცხალი ლეგენდა, ე.წ.Catwalk -ის დედოფალი, მსოფლიო მოდის სამაგალითო წარმომადგენელი - ეს მცირე ჩამონათვალია იმ ეპითეტებისა, რომლებიც ნაომი კემპბელმა 23 იანვარს, მორიგ ჩვენებაში მონაწილეობის შემდეგ დაიმსახურა.
48 წლის სუპერმოდელი ამჯერად თოთხმეტწლიანი შესვენების შემდეგ Valentino-ს 2019 წლის გაზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე გამოჩნდა.
შავმა პანტერამ, როგორც მას ხშირად მოიხსენიებენ, საკამოდ თამამი სამოსი მოირგო, თუმცა იდეალური გარეგნობის წყალობით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ნებისმიერ ასაკში შეუძლია ქალს ტინეიჯერი გოგონას გარეგნობით აკვირვებდეს საზოგადოებას.
აღსანიშნავია, რომ მოდელმა ჩვენება ტრიუმფალურად დახურა და მისი კადრები სოციალურ ქსელებშიც აქტიურად ვრცელდება.