ზამთარში სწორი ქუდის არჩევა მნიშვნელოვანი საზრუნავია. ამ აქსესუარმა გადამწყვეტი დატვირთვა აქვს: უნდა დაგვიცვას სიცივისგან და იმიჯი შეგვიქმნას. წარმოგიდგენთ მაგალითებს სახის სხვადასხვა ტიპის მიხედვით:
მრგვალი სახე
მრგვალი სახის ვიზუალური დაგრძელება ხელოვნური ბეწვის ფორმიან ქუდს შეუძლია. ამ დავალებას მშვენივრად ართმევს თავს ბერეტიც, ისე რომ წარბის ხაზის დაბოლოება ქუდის შუბლზე ქუდის პარალელური იყოს. ასევე, შეგიძ₾იათ აირჩიოთ მაღალი ქუდი და კეპი, რომელსაც ასიმეტრიულად დაიფარებთ.
ოვალური სახე
სახის დაჭიმული პროპორციები კარგად მეგობრობენ კეპთან, ფართო ქუდებთან და ბერეტებთან, რომელმაც შუბლზე სწორი ხაზი უნდა შექმნას. ასევე ექსპერიმენტებს მიმართეთ და მოირგეთ თავსაფრის ფორმის ქუდი, რომელიც ამ სეზონზე განსაკუთრებით ტრენდულია.
სამკუთხა სახე
აირჩიეთ მოქსოვილი ქუდები, რომელსაც მაღლა თავისუფალი სივრცე რჩება. ასევე, ასიმეტრიული ბერეტები და ყურებზე გადმობრუნებული ქუდები.
კვადრატული სახე
თქვენს ფორმას თბილი პანამა, პატარა მოქსოვილი ქუდი, დიდი კეპი, ღრმა ქუდი და ყურებზე გადმოტრიალებული ფუმფულა მოდელი მოუხდება, ისეთი როგორიც სამკუთხას.