ჰეილი ბოლდუინი, ჯასტინ ბიბერის მეუღლე ინსტაგრამზე ცნობილია განსაკუთრებული ლუქებით. ის კიდევ ერთხელ გამოჩნდა საზოგადოებაში გამორჩეული ჩაცმულობით. 22 წლის მოდელი ამჯერად Balenciaga-ს 2019 წლის საგაზაფხულო კოლექციის მაისურით გამოჩნდა, რომლის ფასი ბრენდის ოფიციალურ საიტზე 650 დოლარს შეადგენს.
ჰეილიმ ზედას მრგვალი, ვერცხლისფერი საყურეები შეუხამა, რომელიც ბოლო დროს საკმაოდ მოდურია. ხოლო ჯინსის შარვალს შავი ტყავის ქამარი და ძალიან მოდური მაღალყელიანი ჩექმები შეურჩია.
სოციალურ ქსელებში ხშირად მოკრავთ თვალს, თუ როგორ ადარებს საზოგადოება ჯასტინ ბიბერის მეუღლეს, ჯასტინის ყოფილ შეყვარებულს - სელენა გომესს. ჰეილისა და სელენას, როგორც აღმოჩნდა, მსგავსი გემოვნება აქვთ, რაც მხოლოდ მამაკაცებს არ ეხება.
რამდენიმე კვირის წინ, მათმა მსგავსმა ჩაცმულობამ საკმაოდ დიდი ყურადღება მიიპყრო სოციალურ ქსელებში და სახალისო კომენტარებიც დაიმსახურა. როგორც ჩანს, დემნა გვასალიას ტანისამოსი გოგონებს ძალიან ხიბლავს.
ჰეილი ბრენდის აქტიური მომხმარებელია და ის უკვე არაერთხელ შეუნიშნავთ დემნას სამოსში.