21 იანვარს პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში Dior-ის მოდური ჩვენება შედგა, რომელზეც თავი უამრავმა ცნობილმა ვარსკვლავმა მოიყარა, მათ შორის რა თქმა უნდა იყო მონიკა ბელუჩიც, რომელმაც დახვეწილი სამოსითა და თვალისმომჭრელი გარეგნობით კიდევ ერთხელ მონუსხა გარშემომყოფები.
სამოსი, რომელიც მან მოირგო იმავე ბრენდის კოლექციიდან 2019 წლის კოლექციიდან გახლავთ და ამაზე უკეთესი რეკლამის მოფიქრება ახალი კოლექციისთვის ალბათ შეუძლებელიც კი იქნებოდა.
54 წლის მსახიობმა ერთიან კაბას Christian Louboutin-ის მაღალყელიანი ჩექმაც შეუხამა.
სოციალურ ქსელებში მონიკას უამრავი ფოტო გავრცელდა და ყველასთვის შესამჩნევია, რომ მსახიობმა წონაში საგრძნობლად დაიკლო და გაცილებით უფრო ახალგაზრდულადაც გამოიყურება