სუპერმოდელი ირინა შეიკი ისევ ექცევა ყურადღების ცენტრში. ამჯერად საზოგადოება მისი ყოველდღიური ჩაცმულობის სტილზე კიდევ ერთხელ ალაპარაკდა.
ქალაქში სეირნობისას მოდელი ისე გამოიყურება, თითქოს რამდენიმე წუთში წითელ ხალიჩაზე უნდა გაიაროს, ის მსგავსი ლუქით ამ ვიქენდზე ორჯერ გამოჩნდა.
ბრედლი კუპერის საყვარელი ქალი, მანჰეტენის ქუჩებში სრულიად შავი ლუქით გამოჩნდა.მოდელს ეცვა ვერსაჩეს გრძელი შავი პალტოთი, რომელიც გაწყობილი იყო ოქროსფერი ღილებით. მას ასევე ეცვა დიდი ზომის, შავი ბათინკებიც.
ირინა სიამოვნებით პოზირებდა პაპარაცებისთვის და ობიექტივს არც მისი შანელის საყურეები გამოჰპარვია.
მოდელის ჩაცმულობის მთავარი აქსესუარი იყო ამ წლის ყველაზე პოპულარული და ტრენდული კეპი, რომელიც რუსი დიზაინერის, რუსლან ბაგინსკის კოლექციიდან გახლავთ.
მას შემდეგ რაც პაპარაცებმა მოდელი მანჰეტენის ქუჩებში დააფიქსირეს, ირინამ საკუთარ სახლში მეგობრებსაც უმასპინძლა და სოციალურ ქსელში ფოტო გამოქვეყნა, რომელშიც ის მსგავსივე დიზაინის ქუდით ფიგურირებს, რომლითაც სულ მალე სავარაუდოდ მსოფლიოს მოდური ქალბატონები დაიმშვენებენ თავს.