ამერიკის პირველი ლედი - მელანია ტრამპი მოდის კრიტიკოსების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა, თუმცა ფაქტია, რომ ძალიან იშვიათად თუ იმსახურებს მათგან ნეგატიურ კომენტარებს. 48 წლის ქალბატონის თითოეული გამოჩენა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჟია მოდის ინდუსტრიაში.
თუმცა ნამდვილად არსებობს ერთი ქალბატონი, რომელსაც მელანიამ ვერაფრით მოაწონა თავი და ის არც მეტი, არც ნაკლები Vogue-ის რედაქტორი გახლავთ.
ქალბატონი, რომელსაც "წითელი დედოფლის" სახელითაც იცნობენ, ლინ იგერია და ის უკვე 30 წელია პრესტიჟული გამოცემისთვის წერს და რედაქტორის ამპლუასაც ირგებს.
პირველად მისი და მელანიას სახელები გასულ წელს დაუკავშირდა ერთმანეთს, როცა რედაქტორმა მელანია წვიმიან ამინდში მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის გამო გააკრიტიკა.
მოგვიანებით დაიწუნა იმავე სტილის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელიც, რომელიც მისი აზრით პირველ ლედიზე ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ, შეუფერებლად ჩანდა.
არ მოეწონა თეთრი სპორტული ფეხსაცმელიც, რომლითაც მელანია იმიგრანტებთან შესახვედრად გაემართა, მსგავს სამოსს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება და ისეთ დაძაბულ სიტუაციაში, რომელიც მაშინ ამერიკაში იყო, პირველი ლედს მსგავსი "კოპწიაობა" ლინმა იმ ხალხის შეურაცხყოფად მიიჩნია, რომელიც მათგან დახმარებას ელოდა.
ქალბატონი, რომელიც საკუთარ ასაკსაც კი მალავს, აღიზიანებს მელანიას უამრავ გულშემატკივარს, რომლებმაც საპასუხოდ ტავად კრიტიკოსის ჩაცმის სტილს გაუსვეს ხაზი, შესაბამისად, გთავაზობთ ლინის საუკეთესო ლუქებს, დასკვნები კი თქვენთვის მოგვინდვია: