ზაზა ფაჩულია ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველი სპორტსმენია, რომლის წარმატებამ საზღვრებს გარეთაც გააღწია და 34 წლის ასაკში შეძლო საკუთარი სახელი მსოფლიო კალათბურთის ასპარეზზე ღირსეულად გაეჟღერებინა. მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, ოთხი შვილის მამა მაინც ახერხებს სოციალურ ქსელებში აქტიურად გაუზიაროს გულშემატკივარს უახლესი კადრები.
თუ დიდ ეკრანებსა თუ სპორტულ მოედანზე მას ძირითადად სპორტულ ფორმაში გამოწყობილს ვხედავთ, სწორედ მისი ყოველდღიური ჩაცმის სტილიდან ვხვდებით, რომ ფაჩულია გემოვნებიანი სამოსის დიდი მოყვარულიც გახლავთ, შესაბამისად, თვალი გადავავლოთ მისი ყველაზე მოდური ლუქების კრებულს.