#OK! თათია ახალაია და ადრიანა ლიმა ნიუ-იორკში გამართულ მოდურ ჩვენებაზე (ვიდეო)
09:48 / 19.01.2019
თათია ახალაია კიდევ ერთი წარმატებული ქართველი მოდელია, რომელმაც კარიერის მანძილზე უამრავი ცნობილი ბრენდის კოლექცი წარმოადგინა, გოგონა IC Model Management-თან თანამშრომლობს და ცოტა ხნის წინ, RIANI-ის 2019 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა.
ამჯერად კი, ცნობილი ბრენდის - Maybelline-ის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა და უმშვენიერესი ვიზუალითა თუ დახვეწილი სხეულით კიდევ ერთხელ მონუსხა გულშემატკივარი.
მოდელმა ბექსთეიჯიდან მოგვიანებით ფოტოც გამაქვეყნა ინსტაგრამზე:
ბრენდმა კი, იუთუბის ოფიციალურ არხზე უკვე ატვირთა გოგონების გამოსვლის ოფიციალური ვიდეო, რომელშიც თათია თვალისმომჭრელად გამოიყურება.
აღსანიშნავია, რომ ქართველ გოგონასთან ერთად პოდიუმზე 37 წლის ბრაზილიელი სუპერმოდელი - ადრიანა ლიმაც ვიხილეთ.
როგორც კადრებიდან ჩანს, ადრიანას გამოსვლას მუსიკალურად ნიკოლ შერზინგერი აფორმებდა.
აღსანიშნავია, ისიც რომ 40 წლის მსახიობმა ფურორი მოახდინა არაჩვეულებრივი სხეულითა და დახვეწილი ლუქით, რომელიც ნამდვილად არ ჩამორჩებოდა გამომსვლელთა ჩაცმულობას.