2018 წლის დეკემბერში გავრცედლა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცნობილი ქართველი მოდელი - თაკო ნაცვლიშვილი კიდევ ერთ პოპულარულ ბრენდთან, Pain De Sucre-თან ითანამშრომლებდა. ქართველმა ლამაზმანმა საცურაო კოსტუმების უახლესი კოლექცია მოირგო და რამდენიმე კადრით უკვე გაგვანებივრა.
გუშინ კი, უკვე გავრცელდა ოფიციალური სარეკლამო რგოლი, რომლითაც თაკომ კიდევ ერთხელ მონუსხა მილიონობით გულშემატკივარი. პოსტი რამდენიმე საათში უკვე 30 000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა.