გიორგი გილიგაშვილი ყველასთვის საყვარელი მსახიობია, რომელიც ფართო საზოგადოებამ ჯერ კიდევ პროქტ "თიფლისიდან" გაიცნო, მან მონაწილეობა მიიღო ასევე "ქერჩშიც", თუმცა პარალელურად მღერის კიდევაც და გულშემატკივარს მუდმივად აოცებს მრავალმხრივი ნიჭით, რომელშიც პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა. 27 წლის ახალგაზრდა, რომელიც დარბაისლური საუბრის მანერითა და ცხოვრების სტილით, ხშირად ხვდება სოციალური ქსელების ყურადღების ობიექტი, კიდევ უფრო გვაკვირვებს გამორჩეული ჩაცმის სტილით, რომელსაც ასე ჰარმონიულად უხამებს საკუთარ ხასიათს, შესაბამისად, გთავაზობთ ყველაზე გამორჩეული ქართველი მსახიობის საუკეთესო ლუქებს.
გიორგი ფოტოების გადაღების დიდი მოყვარული არ გახლავთ, ამიტომ მის დაფიქსირებას ძირითადად უახლოესი ადამიანები, მეგობრები და ოჯახის წევრები ახერხებენ.