ცნობილი ქართველი დიზაინერი - ანუკი არეშიძე ამჯერად კიდევ ერთხელ მოექცა Vogue-ის ყურადღების ცენტრში და რუსული გამოცემისთვის სპეციალურ ვიდეორგოლში მიიღო მონაწილეობა. 14 იანვარს, "რა არის ანუკი არეშიძის ჩანთაში?" ამ სახელით გავრცელდა ვიდეო სოციალურ ქსელებში და ის უკვე 47 ათასზე მეტმა ადამიანმა ნახა.
"როცა სახლიდან გავდივარ, აუცილებლად მიმაქვს თან ჩემი ტელეფონები - ერთი სამსახურის, მეილების შესამოწმებლად, ერთი ოჯახის წევრებისთვის და ფოტოაპარატისთვის, მესამე კი, მეგობრებთან დასაკავშირებლად.
ეს ჩემი კამერა და შეიძლება ითქვას, ჩემი სიყვარულია, რადგან ვგიჟდები ფოტოების გადაღებაზე. მას აქვს wifi-და ყოველთვის თან მაქვს. Celine-ს ბარათების ჩასადები, ძველი კოლექციიდან. ლამაზი ფერის გამო მომეცონა, ეს კი ჩემი საყვარელი მზის სათვალეა, ასევე celine-ს ბრენდის. ორგანაიზერი.. ცუდი მეხსიერება მაქვს, ამიტომ ყველაფერს ვიწერ: შეხვედრებს, გეგმებს...
ზოგჯერ იდეა მომდის და მიყვარს, როცა მაშინვე ვინიშნავ.
ჩემი ბებიის ნაქონი სარკე, რომელიც პრინცესის სარკეს მაგონებს.."
როგორც კადრებიდან ჩანს, დიზაინერმა საზოგადოებას უამბო ყველა იმ ნივთის შესახებ, რომლის გარეშეც სახლს იშვიათად ტოვებს.
თუმცა ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მსოფლიოს ერთ-ერთი გავლენიანი გამოცემა ქართველი დიზაინერით დაინტერესდა, მაგალითად, გასულ წელს Vogue-მა ანუკის კარიერასა და პირად ცხოვრებას საკმაოდ ვრცელი სტატია მიუძღვნა.