52 წლის ფრანგმა მსახიობმა - ვენსან კასელმა ცოტა ხნის წინ L'Empereur de Paris-ის გადაღებები დაასრულა და ორსულ მეუღლესთან ერთად ცივ ზამთარს კარიბის ზღვის სანაპიროზე დასვენება არჩია. თუმცა მალევე დაუბრუნდა საქმიანობას და როგორც მის მიერ ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტიდან ირკვევა, ამჯერად ELLE-ის რუსული გამოცემის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.
მსახიობს ჟურნალის თებერვლის ნომრის ყდაზე ვიხილავთ.
როგორც სოციალურ ქსელებში გავრცელებული კადრებიდან ჩანს, ფოტოსესია ჭადრაკის თამაშის თემატიკაზეა და მათში მსახიობი, როგორც ყოველთვის, შესანიშნავად გამოიყურება.