2018 წლის ბოლო პერიოდიდან, მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში კიდევ ერთი უცნაური ტრენდი გახდა აქტუალური, ეს არის ე.წ. ჩლიქების მსგავსი დიზაინით შექმნილი ფეხსაცმელი, რომელიც Maison Margiela-მ დაამკვიდრა.
უჩვეულო სტილის ფეხსაცმელს Tabi - ეწოდება და როგორც ირკვევა, ის ბრენდის ისტორიაში პირველად ჯერ კიდევ გასული საუკუნის ბოლოს გამოჩნდა.
თუმცა ფაქტია, რომ ბოლო დროს განსაკუთრებით ხშირად ხდება ცნობილი ქალბატონების არჩევანი.
ამ სამოსით უკვე უამრავი ჩვენთვის საყვარელი ვარსკვლავი ვიხილეთ, თვალი გადავავლოთ მათ ფოტოებს სეზონის ყველაზე განხილვადი ფეხსაცმლით:
Rihanna
Justin Skye (მომღერალი)
სარა ჯესიკა პარკერი
აღნიშნული ფეხსაცმელი, როგორც აღმოჩნდა, მამაკაცებისთვისაც მიმზიდველია და ცოტა ხნის წინ გამართულ "ოქროს გლობუსის" დაჯილდოებაზე, სწორედ ტაბით ვიხილეთ ცნობილი მსახიობი - კოდი ფერნიც.
ტაბი შესამჩნევი იყო გასული წლის მოდის კვირეულებზეც, მაგალითაც, პარიზში ამ დიზაინით ვიხილეთ ბრიტანული Glamour-ის გამოცემის დირექტორი - ნატალი ჰარტლიც.
აღნიშნული სამოსი უკვე პოპულარულია საქართველოშიც და Maison Margiela-ს ეს ექსტრავაგანტული სამოსი უკვე მოირგო ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა - ანუკი არეშიძემ და მოდელმა - რუსა ჩიჩუამ.
ანუკი არეშიძე
რუსა ჩიჩუა
აღსანიშნავია, რომ ფეხსაცმელი საკმაოდ ძვირდაღირებულია და სხვადასხვა დიზაინისა თუ ფორმის ტაბის შეძენა, დაახლოებით, 400 დოლარიდან 900 დოლარამდეა შესაძლებელი.
სარა ჯესიკა პარკერი