2019 წლის იანვრის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა Golden Globe-ს დაჯილდოებაა, მაგრამ უფრო მნიშნველოვანი წითელ ხალიჩაზე წარმოდგენილი ვარსკვლავების ლუქებია. წინა წლებთან შედარებით, წლევანდელი დაჯილდოება ბევრად ფერადი იყო. მსოფლიოს მოდის კრიტიკოსები და დიზაინერები სულმოუთქმელად ელოდნენ მსახიობების ლუქებს.
ყველაზე დიდი ყურადღება მიიქცია ლედი გაგამ რომელიც სხვა წლებთან შედარებით ასევე ფერადი იყო. Valentino-ს კაბის დამსახურებით ბოლო დღეების მანძილზე მისი კაბა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური კრიტიკისა და ქების საგანი გახდა.
Stella Mccartney-ს შავ შარვალსა და ტოპში ჩაცმული ჯულია რობერტსი, როგორც ყოველთვის ახალგაზრდულად გამოიყურებოდა, მისი წლევანდელი ჩაცმულობა შეაფასეს როგორც მამაკაცური და ქალური სტილის სინთეზად. მსახიობის წითელ ხალიჩაზე გამოჩენამ წამიერად მიიპყრო ყურადღება ინტერნეტში და მიიღო არა ერთი კომპლიმენტი.
ლუპიტა ნიონგი ყოველ წელს ახერხებს ჩვენს გაოცებას , შესაბამისად მან არც 2019 წელს დატოვა წითელი ხალიჩა განსაკუთრებული ჩაცმულობის გარეშე. ლუპიტა ყველაზე პოპულარული საიტების პირველ გვერდზეა მისი Calvin Klein-ის ბრჭყვიალა ლურჯი კაბისა და უცხო გარეგნობის დამსახურებით.
არც Golden Globe-ს ორგზის გამარჯვებულის ლუქი დარჩა აპლოდისმენტებისა და ყურადღების გარეშე. ჯულიანა მურმა Givenchy-ს კაბაში წარადგინა 2018 წლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფილმის Bohemian Rhapsody-ს მსახიობი რამი მალეკი.
როზამუნდ პაიკმა საკმაოდ განსახვავებული ლუქი შეარჩია წითელი ხალიჩისთვის. ვინაიდან და რადგანაც ის წელს აირჩიეს ბრენდის არაოფიციალურ ელჩად, ბუნებრივია რომ მას ეცვა Givenchy- ს საკმაოდ ორიგინალური , შავი კაბა.
Valentino-ს კაბა არა მხოლოდ ლედი გაგას ეცვა. ბრიტანელი ვარსკვლავი ჯემა ჩანი ასევე განსაკუთრებულად მოემზადა 76-ე დაჯილდოების ცერემონიისთვის. 36 წლის მსახიობმა ლურჯი ფერის კაბა და ფეხსაცმელი შეარჩია და ბევრი კომპლიმენტიც მიიღო.
ოქროს გლობუსის წითელ ხალიჩას არც Vera Wang-ის ნაზი და დახვეწილი კაბები ჩამორჩენია. კონსტანს ვუმ Vera Wang-ის კაბა პირველად ჩაიცვა რამაც ინსტაგრამისა და ფეისბუქის მომხმარებლების დიდი ყურადღება დაიმსახურა.
კლერ ფოიმ 2019 წლის ყველაზე აქტუალური ფერის კაბა შეარჩია ცერემონიისთვის. მას ეცვა Miu Miu-ს ყვითელი ფერის კაბა, ბრჭყვიალა დეტალებით.
კრისტენ ბელის ჩაცმულობას არასოდეს მიუქცევია ისეთი ყურადღება როგორც წლევანდელ დაჯილდოებაზე. მას ეცვა Zuhair Murad-ის ღია ვარდისფერი კაბა რომელიც მან გაახალისა ვერცხლისფერი სამაჯურითა და საყურეებით.
დაჯილდოებისთვის მხოლოდ მდედრობითი სქესის ვარსკვლავები არ მომზადებულან. კანადელმა მსახიობმა სტეფან ჯეიმსმა საკმაოდ ძვირადღირებული ჩაცმულობა შეარჩია. მას ეცვა Ralph Lauren-ის კოსტიუმი რომელსაც ამშვენებდა Swarovski-ს გულსაბნევი და Christian Louboutin-ის ფეხსაცმელი.
25 თებერვალს ზემოხსენებული ვარსკვლავები კიდევ ერთხელ გაივლიან წითელ ხალიჩაზე , მაგრამ უკვე ოსკარის დაჯილდოებაზე. მათი შერჩეული ჩაცმულობა და აქსესუარები ისევ მოხვდება OK-ს ყურადღების ცენტრში.