მას შემდეგ, რაც ჰეილი ბოლდუინი ჯასტინ ბიბერზე დაქორწინდა და მის გვარზეც გადავიდა, საზოგადოება ხშირად იხსენებს სელენა გომესისა და ჯასტინის ხანგრძლივ რომანს, რომლის გამოც აღნიშნული ქორწინება საკმაოდ რთული გამოდგა სელენასთვის. გოგონებს, როგორც ჩანს, ნამდვილად მსგავსი გემოვნება აქვთ და ეს მხოლოდ მამაკაცებს არ ეხება, ამჯერად საქმე მოდურ სამოსშია.
გასულ კვირას, სელენა ბევერლი-ჰილზში Balenciaga-ს ზამთრის ზედატანით გამოჩნდა.
სამოსი, რომელიც 26 წლის ამერიკელმა მომღერალმა მოირგო, ბრენდის ოფიციალურ საიტზე 1050 დოლარადაა შეფასებული.
მოგვიანებით კი, იმავე სტილის ოდნავ განსხვავებულ სამოსში ვიხილეთ ჰეილიც, რომელსაც გვერდს მეუღლეც უმშვენებდა.
ე.წ. ჰუდი, რომელიც მოდელმა მოირგო 850 დოლარადაა შეფასებული. გოგონების მსგავსმა ჩაცმულობამ სოცალურ ქსელებში სახალისო კომენტარებსაც დაუდო სათავე და ზოგიერთი მომხმარებელი აღნიშნავს, რომ დემნა კიდევ ერთი მამაკაცია რომელიც გოგონებს აერთიანებს.