მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში ხშირია შემთხვევები, როცა დიზაინერები განსაკუთრებულად უცნაურ დიზაინს გვთავაზობენ და მეტიც, სულ მალე ის რასაც ეჭვით ვუყურებდით, საკმაოდ პოპულარული ტრენდიც ხდება. ერთ-ერთი ასეთია მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, რომელიც თითქოს ადამიანის კანისგანაა შექმნილი, ამიტომ მას პირობითად "ხორცსაცმელი" ვუწოდოთ.
იდეა ჰანა როუზ დალტონსა და მის პარტნიორს - სტივენ რაჯ ბასკარანს ეკუთვნით, რომელთა შესახებაც უკვე დაწერა რამდენიმე ცნობილმა ტაბლოიდმა.
როგორც ფოტოდან ჩანს, მეტი ეფექტისთვის მამაკაცისთვის შექმნილ ფეხსაცმელს ბუნებრიობას ხელოვნური თმის საფარიც ჰმატებს.
თავდაპირველად ექსტრავაგანტული სამოსი მარკეტინგული მიზნებისთვის არ შექმნილა, მაგრამ ახლა ორივე მათგანი ფიქრობს რომ მსგავსი ფეხსაცმლის ხაზი მალე ჩაეშვება გაყიდვებში.
სიანტერესოა ის ფაქტიც რომ მისი ფასი 10 000 დოლარი იქნება.