32 წლის ყველაზე ექსტრავაგანტული მომღერალი და მსახიობი - ლედი გაგა, რამდენიმე დღის წინ, ქართველი დიზაინერის სამოსით გამოჩნდა. ამჯერად, მან დათუნა სულიკაშვილის მაღალყელიანი ჩექმა, ე.წ. ბოთფორდი მოირგო და მისი ფოტოები სოციალურ ქსელებში უკვე გავცრელდა.
სასიამოვნო სიახლე ინსტაგრამის გამომწერებს თავად დიზაინერმა გააცნო.
ფეხსაცმელი 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან გახლავთ და La Maison De Gaga-მ, რომელიც სპეციალურად მომღერლის იმიჯზე ზრუნავს, მის შესახებ ტვიტერის გვერდზეც გამოაქვეყნა პოსტი.
Moreover, @ladygaga sported a pair of thigh-high black vinyl boots by emerging designer Datuna Sulikashvili's Spring/Summer 2019 collection!
— LA MAISON GAGA (@LaMaisonGagax) December 26, 2018
Read the full post here > https://t.co/ZKF5Vk8xsx pic.twitter.com/sCM39MlXo0
შეგახსენებთ, რომ ლედი გაგას აქამდეც შეუჩერებია არჩევანი ქართველი დიზაინერის სამოსზე, რამდენიმე თვის წინ, მან თამუნა ინგოროყვას ჩექმა მოირგო.
გასულ წელს კი, გიორგი ქებურიას კაბით გამოჩნდა.
ქართველ გულშემატკივარს არ გამორჩენია მომღერლის გამოჩენა ლას-ვეგასში გამართულ - ლაიონელ რიჩის კონცერტზეც, სადაც ის Avtandil-ის ბრენდის მომხიბლავი კაბით წარსდგა.