Exo - სამხრეთ-კორეული-ჩინური ბოიბენდია, რომელიც 2012 წელს ჩამოყალიბდა სეულში და მას შემდეგ თორმეტკაციანმა გუნდმა შეძლო მსოფლიოს გარშემო მილიონობით ადამიანის გული მოეგო.
ბენდმა მოდის კრიტიკოსების ყურადღება რამდენიმე საათის წინ ერთ-ერთ დაჯილდოებაზე გამოსვლის დროს მიიპყრო, როცა მისმა წევრებმა ქართველი დიზაინერის - დემნა გვასალიას სამოსი მოირგეს.
რამდენიმე მათგანის სამოსზე წარწერები - „უფალო შეგვიწყალენ“ და „საქართველო“ ფიგურირებდა, რამაც ბენდმა ქართველი გულშემატკივრის გული კიდევ ერთხელ მოიგო.
სოციალურ ქსელებში უკვე გავრცელდა მათი გამოსვლის ვიდეორგოლიც:
შეგახსენებთ, რომ ბენდი საკმაოდ წარმატებულია და მისი თითოეული გამოსვლა ცეკვის შთამბეჭდავი პერფორმანსებითაა დასამახსოვრებელი.