22 დეკემბერს "მის საქართველო 2018"-ის ფინლური შოუ და დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, რომლის სრულ ჩანაწერს მაყურებელი რუსთავი2-ის საახალწლო ეთერში იხილავს. სილამაზის კონკურსი "მის საქართველო" კომპანია "იმიჯ-ცენტრი"-ს ორგანიზებით უკვე მრავალი წელია ტარდება ჩვენს ქვეყანაში და მასში ყოველწლიურად საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან უამრავი გოგონა იღებს მონაწილეობას.
სადღესასწაულო ღონისძიებაში მონაწილეობას სულ 20 კონკურსანტი იღებდა, საიდანაც ჟიურის მიერ შეირჩა ტოპ ათეული, დასახელდნენ ნომინაციების მფლობელები და გამოვლინდნენ გამარჯვებულები.
"მის საქართველო 2018"-ის ტიტულის მფლობელი გახდა 25 წლის ნინი გოგიჩაიშვილი თბილისიდან, რომელიც წარადგენს საქართველოს სილამაზის საერთაშორისო კონკურსზე "მის მსოფლიო 2019".
ნინიმ გულშემატკივარს რომელიც მისმა გამარჯვებამ კიდევ ერთხელ გაახარა სოციალური ქსელების მეშვეობით მადლობა გადაუხადა და კონკურსიც შეაჟამა "მადლობა ყველას, ვინც გაიზიარეთ ამ დიდი წარმატების სიხარული ჩემთან ერთად, მადლობა ჩემს გოგონებს, ვისთან ერთადაც გავიარეთ ეს გზა ერთად და მეგობრულად. წარმატება უფრო დიდი პასუხისმგებლობაა ვიდრე გამარჯვების ხიბლი, და ვეცდები განსაკუთრებული ღირსებით ვატარო ეს არჩევანი. როცა გენდობიან ეს უკვე გამარჯვებაა. მადლობ იმ გუნდს ვინც ახალი ურთიერთობები, დიდი ემოციები და ახალი მიზნების მოტივაციაც გამიჩინეთ,"- დაწერა მან.
"I ვიცე მის საქართველო 2018"-ის ტიტულის მფლობელი გახდა 24 წლის თაკო ადამია თბილისიდან, რომელიც წარადგენს ჩვენს ქვეყანას "მის სამყარო 2019"-ზე.
"წარმატებულად დასრულდა კონკურსი და პირველ რიგში მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას გულშემატკივრობისთვის! წინ კიდევ ახალი გამოწვევებია და შევეცდები ღირსეულად ვატარო მონიჭებული ტიტული" - დაწერა თაკომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.