ზამთრის სიცივეების დადგომასთან ერთად ალბათ ყველასთვის ნაცნობია შეწითლებული ცხვირის პრობლემა, რომლის აღმოსაფხვრელადაც თანამედროვე დიზაინერებმა სახალისო აქსესუარი შექმნეს, რომელსაც პირობითად ცხვირთათმანი ვუწოდეთ.
სახალისო წამოწყების მთავარი ინიციატორი "ცხვირების გათბობის კომპანიაა", რომლის იდეაც უკვე აიტაცა რამდენიმე ბრენდმა.
დეტალი, რომლის დანახვაც ყველასთვის ღიმილისმომგვრელია, საკმაოდ მარტივი დასამზადებელია, თუმცა მათთვის, ვისაც ხელსაქმე არ ეხერხება, მისი შეძენა კომპანიის ოფიციალურ საიტზე 9.45 დოლარადაა შესაძლებელი.
მეტიც, აქსესუარის სასაჩუქრე შეფუთვა სულ რაღაც 1 დოლარი დაგიჯდებათ.
ახალ ტრენდს უკვე უამრავი მიმდევარი ჰყავს, რომლებიც სახალისო კადრებს სოციალურ ქსელებში აქვეყნებენ.