21 წლის ფრანგმა მოდელმა კიდევ ერთი ცნობილი ბრენდისთვის იპოზიორა. ამჯერდ მან პოპულარული იტალიური ბრენდის - Dondup-ის უახლესი საშემოდგომო კოლექცია მოირგო, რომელიც მთლიანად შავ და თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი.
როგორც კადრებიდან ჩანს, ბრენდმა გადაწყვიტა სამოსი მამაკაცური ელემენტების გამოყენებით შეექმნა და კოლექცია ნამდვილად შთამბეჭდავი გამოდგა.
აღსანიშნავია, ბრენდმა გადაწყვიტა რომ არათუ სამოსი, არამედ თავად ფოტოებიც შავ-თეთრი ყოფილიყო, ეგზოტიკური გარეგნობის გოგონამ კი, ისინი კიდევ უფრო სასურველი გახადა მოდური ქალბატონებისთვის.