22 დეკემბერს "მის საქართველოს" ყოველწლიური კონკურსის ფინალური ღონისძიება შედგა, დაჯილდოების ცერემონია რუსთავი 2-ის პავილონში შედგა და ის დახურული გახდათ, მიუხედავად ამისა, სოციალურ ქსელებში მაინც გავრცელდა ინფორმაცია, იმის შესახებ თუ ვინ გახდა წლის ულამაზესი ქალბატონის ტიტულის მფლობელი.
2018 წლის კონკურსის გამარჯვებული - ნინი გოგიჩაიშვილია, რომელსაც ამ წარმატებას უამრავი ადამიანი უწინასწარმეტყველებდა.
რაც შეეხება ვიცე-მის საქართველოს, ეს ტიტული თაკო ადამიას ერგო.
შეგახსენებთ, რომ წელსაც კონკურსში 20 გოგონა მონაწილეობდა, სანამ "მის საქართველოს" ოფიციალური ვიდეოკადრები გამოქვეყნდება, კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი იმ მოდელებს, რომლებიც წელს უწევდნენ ერთმანეთს კონკურენციას.