Replica Magazine-ის ცნობილმა გამოცემამ ახალ ნომერში Vetements-ის 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის სპეციალურ ფოტოსესიად დაუთმო ადგილი. კადრები მოდური ბრენდებისთვის უჩვეულო გარემოშია გადაღებული, რასაც განსაკუთრებული მიზეზიც ჰქონდა, ამ გზით მათ სურდათ ეჩვენებინათ იმ პიროვნებების პირადი სივრცე და სახე, რომლებიც Vetements-ის მომხმარებლები შეიძლება იყონ.
როგორც SSENSE-ის გამოცემა წერს, კოლექცია იმ ინსაიდერების სახელით ცნობილი თაობის შესაფერისია, რომელმაც ფაქტობრივად ე.წ აუტსაიდერები ჩაანაცვლა.
ეს უკანასკნელნი ყოველთვის ასოცირდებოდნენ საზოგადოებისგან განდგომილ პირებთან და მათ ხშირად პანკებადაც მოიხსენიებდნენ, რომლებიც ანტისოციალური ქცევებით გამოირჩეოდნენ. კოლექციის ახლებური ჩვენება სწორედ ამ სტერეოტიპის მსხვრევას ემსახურება.
ეს არის თაობა, რომელიც უპირატესობას ანიჭებს მარტოობას, არ გაურბის საკუთარ ფიქრებს და მათი საცხოვრებლის საძინებლებიც კი ქაოსური გარემოცვისგან თავის დაღწევის ფუნქციას ითავისებს.
სურათები Melchior Tersen-ის მიერაა გადაღებული, რომელიც ცნობილია 90-იანი წლებით შთაგონებული ნამუშევრებით, გასაკვირი არ არის, რომ დემნა გვასალიას სამოსი მის ობიექტივშიც მოხვდა.