Marc Jacobs-ის კოსმეტიკურმა ბრენდმა ოფიციალურად განაცხადა, რომ მისი სახე 32 წლის სუპერმოდელი - ირინა შეიკი გახდა. წარმოშობით რუსმა მოდელმა უკვე მიიღო პირველ ფოტოსესიაში მონაწილეობა.
„მოუთმენლად ველოდით ამ მომენტს, როცა ირინა შეიკი გახდებოდა Marc Jacobs Beauty-ს სახე. ის თვალისმომჭრელად ლამაზია და ბრენდთან 2019 წლის განმავლობაში ითანამშრომლებს“ - აღნიშნულია ბრენდის მიერ ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ბრენდის ამბასადორი 16 წლის მოდელი - ლილა გრეისი, რომელიც ქეით მოსის ქალიშვილი გახლავთ.