19 დეკემბერს ბრიტანეთის სამეფო ოჯახი დედოფლის მიერ გამართულ წინასაშობაო ვახშამზე გამოჩნდა, ფოტოგრაფებმა შეძლეს მათი პირველი კადრების დაფიქსირება, მაშინ როცა უილიამისა და ჰარის ოჯახები სადღესასწაულო საღამოზე მიემართებოდნენ.
უცხოური მედიის ყურადღება ქეით მიდლტონის ჩაცმულობამ მიიქცია, კემბრიჯის ჰერცოგინიამ ამჯერად სადღესასწაულო სტილზე უარი თქვა და ვარდისფერი სამოსით გამოჩნდა, რაც რა თქმა უნდა არ დარჩენილა ყურადღების გარეშე.
„როცა საქმე დეკემბრის თვეში გამართულ ღონისძიებებს ეხება, ქალბატონებს არც ისე მრავალფეროვანი არჩევანი აქვთ, მათ შეუძლიათ შეიმოსონ კლასიკური წითელი, მწვანე ან ოქროსფერი სამოსით, მაგრამ ქეითი იმავე მოდური წესებით არ თამაშობს, რომლითაც მთელი სამყარო და დედოფლის მიერ გამართულ ვახშამს ვარდისფერი სამოსით ესტუმრა!“ - ასეთი შეფასება მისხცა ჰერცოგინიის არჩევანს Cosmopolitan-ის ცნობილმა გამოცემამ.
არანაკლები ყურადღება მიიქცია პრინცი ჯორჯის უკმაყოფილო სახემაც, რომელიც შორიდანაც შესამჩნევი იყო.
„პრინცი ჯორჯის სახე ნათლად გამოხატავს შენს ემოციას, როცა უთვალავ საშობაო წვეულებაზე გიწევს დასწრება“ - ამ სახალისო სტატუსით გამოაქვეყნა ფოტო უცხოურმა ტაბლოიდმა.
რაც შეეხება პრინცესა შარლოტას, მხიარული გოგონა ამჯერადაც ჩვეულ განწყობას ინარჩუნებდა.