ვარსკვლავი ქალბატონების სტილი ყოველწლიურად იცვლება, მათ ჰყავთ სხვადასხვა სტილისტები, მისდევენ ტრენდებს, არეკლამებენ კონკრეტული ბრენდის თუ დიზაინერის სამოსს ან უბრალოდ ეცვლებათ გემოვნება. საინტერესოა ვინ გამოიჩინა თავი ამჯერად და ვინ დაიპყრო წითელი ხალიჩები 2018 წელს?
#10 ტრეის ელის როსი
ტრეისის ჩაცმულობები მუდამ გარკვეულ სათქმელს ამბობს. მსახიობის ფერთა და ფორმათა არჩევანი საკმაოდ მკაფიოდ გამოხატული განცხადებაა და მისი ასაკის ადამიანებს მნიშვნელოვან შთაგონებას აძლევს.
#9 ლედი გაგა
გაგას წელს 2 ახალი სტილისტი ჰყავდა და მთელი წელი ცნობილი ბრენდების დახვეწილი სამოსით გვანებივრებდა.
#8 მეგან მარკლი
სასექსის ჰერცოგინიამ სამეფო სტატუსით საოცარი სტილის ტრანსფორმაცია განიცადა და უამრავი ადამიანის გული მოიგო.
#7 ზოე კრავიცი
ზოის საოცარი გარდერობი შთამბეჭდავი შეხამებებით ხასიათდება.
#6 ზენდაია
ზენდაიას "ვოგი" დისნეის პრინცესას უწოდებს და არა უსაფუძვლოდ. თინეიეჯრების ვარსკვლავი სხვადასხვა ვიზუალს ერთნაირი ეფექტით იხდენს.
#5 პალომა ელსესერი
ეს ჭკვიანი მოდელი 2019 წელს უფრო მრავალფეროვანი იმიჯით გაგვანებივრებს.
#4 სირშა რონანი
ამ ახალგაზრდა მსახიობს ექსპერიმენტები არ აშინებს და ხშირად რისკავს, თუმცა წარმატებულად.
#3 რიანა
როგორც ყოველთვის, რირი მოწოდების სიმაღლეზეა და ექსტრავაგანტური იმიჯით პოზიციებს არ თმობს.
#2 ემა სტოუნი
გლამურული ემას ნატიფ გემოვნებას ყველა აღტაცებაში მოჰყავს.
#1 გემა ჩანი
ამომავალი ვარსკვლავი წითელ ხალიჩას ეფექტურად იპყრობს.