16 დეკემბერს, ტაილანდში გამართა „მის სამყარო 2018-ის“ სილამაზის კონკურსის ფინალური საღამო, რომელშიც მსოფლიოს 50 ქვეყნის მონაწილე კიდევ ერთხელ იხილა შეკრებილმა საზოგადოებამ. საქართველო წელს ლარა იანმა წარადგინა.
გოგონა, რომელიც გასულ წელს სსილამაზის კონკურსში მიიღო მონაწილეობა და ვიცე მის-საქართველო გახდა, თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა, თუმცა სამწუხაროდ ვერ შეძლო საუკეთესო ოცეულში მოხვედრა.
მისმა ფინალურმა გამოსვლამ უხერხული მომენტით დაამახსოვრა საზოგადოებას თავი, გოგონამ სცენაზე წაიბორძიკა, თუმცა თავის შეკავება შეძლო და სიტუაცია მალევე განმუხტა.
რაც შეეხება კონკურსის გამარჯვებულს, წელს ეს ტიტული ფილიპინების წარმომადგენელმა, 24 წლის კადრინა გრეიმ მიიღო.